вторник, 31 марта 2015 г.

1. პროექტის სახელწოდება:
როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგისგან
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ტრეფიკინგი, როგორც XXI საუკუნეში ფართოდ გავრცელებული პრობლემა.
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები და თემი შეძლებს უკანონო მიგრაციის საფრთხესთან დაკავშირებული პრობლემის არსში გარკვევას და ტრეფიკინგის თავიდან აცილებას.
4. პროექტის მიზნები:
სკოლაში და თემში ტრეფიკინგის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიების გატარება. მათი ინფორმირება და უსაფრთხოების ზომების მიღება. მოსწავლეები განივითარებენ კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოპოვების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევებს. მოსწავლეები და თემი შეძლებს მოცემული პრობლემის გააზრებას, გააანალიზებას და ადეკვატური ზომების მიღებას.
5. მონაწილეთა ასაკი:
14 და15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გამოკითხვის შედეგების ამსახველ დიაგრამას შექმნიან. სახელმძღვანელოდან და ინტერნეტიდან მიიღებენ მეტ ინფორმაციას. გაეცნობიან დისკზე ჩაწერილ ფილმს. მოამზადებენ და დაარიგებენ მოსაწვევ ბარათებს. ღონისძიებაზე დასწრებული საზოგადოება მიღებულ ცოდნას გამოიყენებს პრაქტიკაში. ღონისძიების შესახებ გამოკითხვა დაეხმარება მოსწავლეებს თვითშეფასებაში. მოხდება ამ ღონისძიების გადაღება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება, რასაც ნახავს ყველა დაინტერესებული პირი. კედლის გაზეთის გამოშვება მოსწავლეებში გამოიწვევს პროექტული სწავლების ინტერესს და სურვილს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კომპიუტერი (საოფისე პროგრამები: MS word და MS PowerPoint) პროექტორი, პრინტერი, დიქტოფონი, ციფრული ფოტოაპარატი, ფორმატი, მარკერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები ატარებენ გამოკითხვებს მოსწავლეებში და თემში. ადგენენ მათი ინფორმირებულობის დონეს. სახელმძღვანელოდან და ინტერნეტიდან აგროვებენ ინფორმაციას და და ფოტო მასალებს ტრეფიკინგის სამი ფაზის, უსაფრთხო მიგრაციის შესახებ, ახალგაზრდების ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად გახდომის რისკ-ფაქტორების შესახებ. ვინ და როგორ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი და ამ პრობლემის თავიდან აცილების შესახებ. ტრეფიკინგის შესახებ ნახატების, პლაკატების და ესსეს მომზადება. ფილმის ჩვენება, სადაც ნაჩვენები იქნება გადამბირებელთა მიერ გამოყენებული ტაქტიკა. მოსწავლეები ღონისძიებისთვის ამზადებენ მოსაწვევ ბარათებს. ღონისძიებას დაესწრებიან მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და თემი. დათქმულ დროს მოხდება სტუმრების მოწვევა და მოსწავლეების მიერ წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის გაკეთება. მოხდება ამ ღონისძიების ამსახველი ფოტოების და ვიდეოს გადაღება. ვიდეოს მოსწავლეები განათავსებენ ინტერნეტში, ხოლო ფოტოების გამოყენებით გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება და ისტ.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა ტრამაკიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatunairakli@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: xatunatramakidze1969.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий